„კანიბალი, ასე მოიხსენია ოპოზიცია… უკრაინას ომის დაწყება დააბრალა…“ – ჩარკვიანი ღარიბაშვილზე

„კანიბალი, ასე მოიხსენია ოპოზიცია... უკრაინას ომის დაწყება დააბრალა...“ - ჩარკვიანი ღარიბაშვილზე„ღარიბაშვილმა დასავლეთს პირდაპირ უთხრა, რომ მასთან არ უნდა”- ასე აფასებს დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, ირაკლი რარიბაშვილის პარლამენტში გაჟღერებულ მესიჯებს.

ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ ყველა ფრაზა, მათ შორის უტაქტო გამონათქვამები პრემიერმა მიზანმიმართულად გამოიყენა.

კანიბალი, ასე მოიხსენია ოპოზიცია, შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას, მათ შორის მეც. უკრაინას ომის დაწყება დააბრალა, გამოექანეთო… მე ასეთი არაფერი მომისმენია. ეს იყო სპეციალურად გაჟღერებული მესიჯი დასავლეთისთვის. ეს იყო განზრახ ნათქვამი, რომ არაფერს შევცვლით. ყველაფერი კარგად გვაქვს და პრაქტიკულად უთხრა – არ მინდიხარ”, – თქვა დეპუტატმა.