მორგოშია – “მდინარაძე ჩემი ადვოკატი იყო”

მორგოშია - "მდინარაძე ჩემი ადვოკატი იყო"„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა ,,ტვ პირველთან” საუბარში დაადასტურა, რომ მამუკა მდინარაძე მისი ადვოკატი იყო. ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი ახლა მასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ახლა არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მამუკა მდინარაძესთან. ის ფაქტი, რომ მდინარაძე  ახლა მთავრობაშია, ეს 5 ივლისის დამსახურებაა და კიდევ, მამუკა მდინარაძემ ჯობია ,ის მოიკითხოს, ნაცებში უფრო მეტია ნაცი, თუ მასთან ,,ოცნებაში“. – აცხადებს „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი.
შეგახსენებთ,  გამოცემა “პუბლიკამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრორუსული, ძალადობრივი პლატფორმის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია, წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ქონების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, რა დროსაც მისი ადვოკატი მამუკა მდინარაძე იყო.

მეტიც მორგოშია არ მალავდა, რომ 2006 წელს, როდესაც ბანკში მუშაობდა, მდინარაძეს თავდებში ჩაუდგა, რათა მანქანის შესაძენად სესხის აღება შესძლებოდა.

2019 წელს მორგოშია წერდა, რომ მდინარაძეს 1999 წლიდან იცნობს და რომ ის მისი რაიონის გამომძიებელი იყო.
 ტვ პირველი