ეკონომისტი ნიკა შენგელია არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე წერს:
„დღეს მონოპოლისტი “სოკარი” და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფი კარტელური ჯგუფი შეეცდება შეიყვანოს მთავრობა შეცდომაში და გაამეო 2011 წლეს „დაინტერესებული ჯგუფის“ მიერ მოწყობილი თავდასხმა არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე და ჩაიფიქრა მათი განადგურება, რითიც საბოოლოოდ მოისპობა კონკურენციის შექმნის შესაძლებლობა .
მინდა განვაცხადო, ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაცია ,რომ არაბრენდირებული გასამართი სადგურები რეალიზაციას უკეთებენ წითელი ხიდიდან ავტომანქანებს ფარული ავზებით ( ეგრედ წოდებულ ბაკებით ) შემოტანილ დიზელის საწვავს საფუძველს მოკლებულია .
შემოსავლების სამსახურმა დააკონკრეტა, რომ საწვავის შემოტანის ფაქტები საბაჟო სამსახურების მიერ ვლინდება მაგრამ ის რომ ეს საწვავი რომელიმე არაბრენდულ გასამართ სადგურზე იყიდება ასეთ ფაქტზე ინფორმაცია არ გაუკეთებია.
დღეს როდესაც მთავრობის წინაშე დგას ურთულესი ამოცანა დაკავშირებული საწვავზე ფასების ზრდის შეჩერებასთან დაკავსირებით და ქვეყნის ეკონომიკის დამცავი და გამაჯანსაღებელი მექანიზმების შექმნასთან , გარკვეული ძალები ასეთი დეზინფორმაციით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მთავრობის ყურადღების გადატანას ძირითადი მიზეზებიდან მათთვის სასურველ მიზანზე, რომელიც ისახავს საქართველოში ნავთობპროდუქტების დარგში კონკურენციის საბოლოო მოსპობას .
სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, „სოკარი“-ს და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფ „კარტელური“ გუნდის გარდა საწვავი შემოაქვთ კიდევ რამოდენიმე ცალკეულ კომპანიებს. აქვე აღსანიშნავია რომ ამ იმპორტიორებს საწვავი შემოაქვთ რუსეთიდან სადაც როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევით დადგინდა რუსეთის ფასები იძლევა შესაძლებლობას საქართველოს საცალო ბაზარზე ფასების შემცირებას.
შესაბამისად ის ფაქტი რომ არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავი იყიდება დაბალ ფასებში ვიდრე ბრენდირებულ „კარტელები“-ს ჯგუფის საცალო ქსელში გამართლებულად უნდა ჩაითვალოს.
რაც შეეხება ასეთ დეზინფორმაციების არსებობას საზოგადოებამ და ცალკეულმა არაბრენდირებულმა გასამართ სადგურების ხელმძღვანელებმა უნდა იცოდეს, რომ „სოკარი“ და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფი „კარტელები“ არ არის გამორიცხული,რომ გაწევრიანებულები არიან ზოგიერთ სტრუქტურებში სადაც საწევროებსაც იხდიან და ეს სტრუქტურა შესაბამისად ვალდებულია გაატაროს ამ კარტელების ჯგუფისთვის სასურველი პოლიტიკა რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია კონკურენციის მოსპობასთან.
რჩება შთაბეჭდილება ,რომ ერთადერთი რაც დარჩა განსახორციებელი „სოკარ“-ს თავისი საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი გეგმიდან ეს არის ცალკეული არაბრენდირებული გასამართი სადგურების მოსპობა რომელიც რეალურად არის კონკურენციის შემქმნელი.
იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში განვაჯანსაღოთ კონკურენცია ეკონომიკის სამინისტრო და მისი სტრუქტურები ცდილობენ თავისი ქმედებებით კონკურენციის მოსპობას რისი თქმის საფუძველს იძლევა კონკრეტული მაგალითი .
როგორ მოხდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ქონების სააგენტომ გამოიტანა აუქციონზე გასაყიდათ ლოტი №1 და აუქციონის № 1462 ყადაღა დადებული ბენზინ გასამართი სადგური რომელიც ჩამორთმეული იყო 2011 წლისგასამართ სადგურებზე თავდასხმის შედეგად , დაინტერესებული ჯგუფის მიერ და პრემიერ მინისტრის № 1044 ბრძანებულებით ექვემდებარება დაბრუნებას მეპატრონე ორგანიზაციაზე.
მე ჩემს გამოსვლებში არა ერთხელ განვაცხადე და დავასაბუთე, რომ დღევანდელ მთავრობას 2012 წელს უკვე დახვდა ეს დარგი მონოპოლიზირებული „სოკარი“-ს მხრიდან,ასევე გამოვრიცხე ის ფაქტი, რომ დღევანდელი მთავრობა არ არის ტანდემში სოკარის მონოპოლისტურ პოლიტიკასთან , მაგრამ ეკონომიკური გუნდის ქმედებები თუნდაც ამ კონკრეტული მოყვანილი ფაქტიდან ,რომ ყადაღა დადებული ქონება გააქვთ აუქციონზე , ის ფაქტი, რომ არ სრულდება პრემიერ მინისტრის 1044 ბრზანებულება რომელიც მიმართულია კონკურენციის აღდგენაზე იძლევა საფუძველს, რომ დღევანდელ საჯარო სტრუქტურებში არიან იმ ფარული ძალების წარმომადგენლები რომელიც ცდილობენ საზოგადოების განწყობას დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ცალკეულ არაბრენდირებულ ბენზოგასამართ სადგურებს , სასურველი იქნებოდა მათ შექმნან რაიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს მათ ინტერესებს , რომელიც მოახდენს სათანადო რეაგირებას მათ საწინააღმდეგოთ არასაფუძვლიან გამოსვლებსა და ბრალდებების მიმართ, შეძლებენ სამართლიანი გზებისა და მეთოდების გამოყენებას და სხვა დამცავი მექანიზმების შექმნას მათი საქმიანობის გამყარების მიზნით.“