„ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა…“ – სააკაშვილის  ადვოკატი

„ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა...“ - სააკაშვილის  ადვოკატისაქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკას ემიჯნება. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნული მან მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით გაახმოვანა.

„ის დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა. წავიდა ასევე, მისი პარტიიდან და ქართულ პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეს რაიმე საქმე. შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას, 29 დეპუტატივე შევიდეს ცალ-ცალკე და დაელაპარაკონ, ან შექმნან დელეგაცია, ჯგუფი და შევიდნენ და შეეკითხონ სააკაშვილს მისი პოზიცია და დააზუსტონ. ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა“, – ამბობს ხაჭაპურიძე.