ირაკლი კობახიძე – „კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა“

ირაკლი კობახიძე - „კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა“„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში “მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა”.

“ჩვენ ვერიდებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო მოქმედი ელჩი ევროკავშირის, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ასე შემდეგ. თუმცა, დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს”, – თქვა კობახიძემ.