რა ბედი ელის ივანიშვილს

რა ბედი ელის ივანიშვილსპირველად ქართულ სატელევიზიო სივრცეში – “ნოდარ მელაძის შაბათის” ექსკლუზიური ინტერვიუ სანქციების არქიტექტორ ვილიამ ბრაუდერთან,  ადამიანთან, რომელმაც მაგნიციკის სია შემქნა და მთელს მსოფლიო დაარწმუნა, რომ ამ სიაში შეყვანილი ყველა ჩინოვნიკს სანქცია უნდა დაედოს.

ბრაუდერი მთელს მსოფლიოში  პუტინის მხარდამჭერების გამოვლენით არის დაკავებული, რომ შავ სიაში მოხვდნენ.

ვფიქრობ, რომ სანქციების დაწესება რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ მთლიანი პაკეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მაგრამ ეს უკრაინაში ომს არ გააჩერებს. ჩვენ გვაქვს შემდეგი მდგომარეობა,  პუტინს ფულთან წვდომა უნდა შევუწყვიტოთ, რათა აღარ ჰქონდა ფინანსური რესურსი ამ ომის გასაგრძელებლად. ამიტომ ოლიგარქების სანქცირება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ამ თავსატეხის, თუმცა არა მთლიანი თავსატეხის”- აცხადებს “შაბათის ეთერის” რესპოდენტი.
ვილიამ ბროუდერი “შაბათის ეთერთან” არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები შეეხოს.

მე არ ვიცი ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობის დეტალები, მაგრამ რადგან მას აქვს ურთიერთობა პუტინთან,  ფული რუსეთში იშოვა და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდა, გონივრული არგუმენტით, ის შეიძლება, დაექვემდებაროს სანქცირებას.

რთული იქნებოდა იმის დაჯერება, რომ უკრაინას საქართველო მხარს არ უჭერს, საქართველოში ხომ რუსეთი პირველად შემოიჭრა 2008 წელს და ტერიტორიების ნაწილი წაართვა საქართველოს. ჩემთვის უკომპრომისოა, ის რომ საქართველო უკრაინას მხარს არ უჭერს”- აცხადებს ვილიამ ბრაუდერი.
მისი თქმით, ფაქტი, რომ ივანიშვილი პანიკაშია, ძალიან კარგი ნიშანია:

სანქციების შიშსაც კი ძალიან დიდი გავლენა ექნება.  ფაქტი, რომ Credit Suisse-მა, რომელსაც ოლიფარქებთან კლეპტოკრაფებთან აქვს საქმეები დაწერილი და მათ ფულს არ უხდის, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ივანიშვილის სანქციების სიაში ჩასმა მის ცხოვრებას სრულად შეცვლის. მისი ფინანსური ცხოვრება ეფექტურად ჩამოინგრევა”- აცხადებს ის.
სანქციების არქიტექტორი “შაბათის ეთერს” უყვება, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს დაუწესებენ სანქციებს, ეს საქართველოში პოლიტიკურ კლიმატს სრულიად შეცვლის

ევროპარლამენტის რეზოლუცია საჭირო იყო, მაგრამ ევროპარლამნეტს არ შეუძლია ინსტრუქციები მისცეს ევროკავშირს , რომ დაუწესოს სანქციები . 10 წელი დამჭირდა რომ ევროპარლამენტში მიგვეღო რეზოლუცია, სანამ ევროკავშირი მაგნეცკის აქვს მიიღებდა. ამიტომ ეს არის გრძელი და მძიმე ბრძოლა. ახლა რაც შეგიძლიათ არის ის, რომ ეს საკითხები შეერთებულ შტატებამდე და ევროკავშირამდე მიიტანოთ , რათა გამოიღონ მეტი ინიციატივა, რადგან სანქციები მართლა მუშაობს. თუ ბიძინა ივანიშვილს დაუწესებენ სანქციებს, ეს საქართველოში პოლიტიკურ კლიმატს სრულიად შეცვლის, ისინი კი სანახევროდ რუსეთის სასარგებლოდ ვეღარ იმოქმედებენ, რადგან ამის შემდეგ დაუსჯელები აღარ იქნებიან”- აღნიშნა “შაბათის ეთერთან” ვილიამ ბრაუდერმა.
მისი თქმით, სანქციების დაწესება რეჟიმის მსახური ადამიანებისთვის ასე მარტივად არ ხდება. ადამიანების ჯგუფი თვეობით აგროვებს მტკიცებულებებს, რომ მოსამართლეები პროკურორები და მედიაპროგანადისტბი ძირს უთხრიან სახელმწიფოს და მხოლოდ ერთი პირისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაზე მუშაობენ:

მნიშვნელოვანია, რომ შექმნათ მტკიცებულებების დოსიე ადამიანის უფლებების დარღვევის, კლეპტოკრატიის და იმ მძიმე ქმედებების შესახებ, რომელსაც ძალაუფლების მქონე ადამიანები ჩადიან ივანიშვილის მთავრობაში. ეს დოსიე იქნება მტკიცებულება ევროკავშირისთვის , შემდეგ უნდა ჩახვიდეთ ევროკავშირში, ბრიტანეთში , შტატების კონგრესში ცაიტანოთ მტკიცებულებები და მოითხოვოთ ამ ადამიანების მაგლეცკის სიაში ჩასმა. ასე ყველა მიხვდება, რომ საქართველოს მთავრობა არ იქნება ისე როგოც უნდა იქცეოდეს.

ჩანს,  რომ ვითარება სავალალოა, თქვენ გჭირდებათ ლაკმუსის ტესტი, ტესტი უჭერს თუ არა საქართველოს მტავრობა მხარს უკრაინას, თუ მხარს უჭერს პუტინს.  თუ მთავრობა მხარს პუტინს უწერს, ვფიქრობ, ბევრ ადამიანს ნახავთ დასავლეთში, დასავლურ მთავრობებში , რომლებიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ”- თქვა  ვილიამ ბრაუდერმა.