გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„კოვიდი ქვეყანაში არ არისო, ასე არ ამბობს ყველა ფხაკაძის გარდა! ერთადერთი დავრჩი “სადარაჯოზე”!
ყველა გავაფრთხილე რომ სექტემბრის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მინიმუმ ერთხელ მაინც იქნება კოვიდ გადატანილი და ეს არის ფაქტი ჯიუტი, მაგრამ ფაქტი!
ეს არის იმ “ბრძენი” ექსპერტების მიერ დაწერილი, გახსოვთ ის 82 ექსპერტი რომ იყო, ვაქცინაციის “გეგმა/სტრატეგია” ანუ “სადღეგრძელოების ნაკრები” რომ შევარქვი, გახსოვთ. ხო და ზუსტად არასწორი სტრატეგიის შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ!
არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა, კორუფცია, და საბჭოთა მენტალიტეტი, ზუსტად ამის გამო ამდენი ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა საქართველოში ეს არის ფაქტი!
რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ და რამდენჯერ ერთი და იგივე შეცდომები უნდა დაუშვათ, როდემდე?
სამწუხაროდ, კოვიდთან ცხოვრება კიდევ კარგი ხანია მოგვიწევს და დროა ვისწავლოთ ამ ვერაგთან თანაცხოვრება. სირაქლემის პოზიციაში ყოფნა არაფერს კარგს არ მოგვიტანს.
ქვეყანა არ უნდა დაიკეტოს, ბიზნესები არ უნდა შეიზღუდოს, სკოლები და უნივერსიტეტები არ უნდა დაიკეტონ. მაგრამ “ჭკვიანური” და “ხისტი” მეთოდებით უნდა ვაკონტროლოთ ეს და სხვა ვირუსები. სხვა გზა არ არის.
ჯანდაცვას უნდა მართავდნენ პროფესიონალი, კომპეტენტური, დამოუკიდებელი, და არაკორუმპირებული ტექნოკრატები ეს არის ერთადერთი გზა თუ გვინდა წავიდეთ წინ!”