ოკუპირებულ ოჩამჩირეში ავარიას 26 და 27 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 26 და 27 წლის კაცები ადგილზე დაიღუპნენ.
ახალგაზრდების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.
ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.