ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებს, ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელო, „კონსტიტუციური სამართალი” გადაეცათ, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, „საჩუქარი” პირველკურსელებს ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სახელით გადაეცათ.