ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ამ ვიდეოს ათასობით გაზიარება აქვს. „ჩვენები“- ამ სათაურით აზიარებენ უკრაინელები, მათ შორის არესტოვიჩი.
01.24 -ზე ისმის ქართული ომახიანი „გამარჯობააა!!!“ ამ ბიჭებიდან ნახევარი ქართველია – ეტყობათ.
წინასაომარი პირჯვრისწერაა, ლოცვაა. შუბლებს უშვერენ ერთ-ერთ მათგანს (ქართველი უნდა იყოს) – ჯვრის გამოსასახად. ის გამარჯობაც ლოცვასავით ეწერება ამ რიტუალში.
ალბათ ამას ჰქვია წრფელი ლოცვის გადამდები ძალა – რამდენჯერმე რომ მოუბრუნდები სანახავად.
ბიბლიური სურათივითაა.
„26. თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო,
27. ეტყვით… “
თვითონვე ეტყვიან. იციან, რასაც.