კიტრის მწნილი ზამთრისთვის

კიტრის მწნილი ზამთრისთვისმასალა 1 ლიტრიან ქილაზე:
პატარა ზომის ხორკლიანი კიტრი
ყვავილოვანი კამის 2 ქოლგა
ნიახურის 1 ღერი
ნიორი 2 კბილი
დაფნის 2 ფოთოლი
წითელი წიწაკა 1 ან 2
პირშუშხას (ხრენის) ან ალუბლის ფოთოლი
1 ჩ/ კ შაქარი
1 ჩ/ კ ლიმონმჟავა
1 ს/ კოვზი მარილი

მომზადების წესი:
პატარა ზომის კიტრებს ვაჩერებთ 3 საათი ცივ წყალში, მე ყინულის კუბიკებს ვაგდებ დროგამოშვებით. ქილებში ვალაგებთ პირშუსხას (ხრენს) მერე კიტრს, კამას, ნიახურს, დაფნას, წიწაკას და ვასხამთ ადუღებულ წყალს.

გავაჩერებთ20-30 წუთი. გადმოვღვრით ამ წყალს და ავადუღებთ ხელმეორედ, ქილებში დავამატებთ შაქარს, მარილს , ლიმონმჟავას, ადუღებულ წყალს და მოვხუფავთ.