მასალა:
2 კილო კომში
2 კილო შაქარი
2 ცალი ვანილი
600 გრამი წყალი
2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
კომში გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით. შემდეგ კვლავ გარეცხეთ გამდინარე წყალში და მოათავსეთ საწურში.
ქვაბში მოათავსეთ წყალი, შაქარი და მოვადუღეთ სეროფი. რომ გაგრილდება
მოათავსეთ სიროფში კომში და დადგით გაზზე .
15 წუთი დუღილის შემდეგ გამორთეთ და
დატოვეთ 4 საათით.
შემდეგ ისევ ადუღეთ 15 წუთით.
გააჩერეთ მთელი ღამე.
მესამედ წამოადუღეთ. დაამატეთ ვანილი, ლიმონის წვენი ფაქიზად ამოურიეთ ხის კოვზით და კვლავ 15 წუთით ადუღეთ და მურაბა წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით.