დაპირისპირება ნაციონალებში – ირაკლი ნადირაძე პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

დაპირისპირება ნაციონალებში - ირაკლი ნადირაძე პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვსდაპირისპირება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე, ითხოვს, პარტიაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ენმ-მ პარტიის თავმჯდომარე ხელახლა აირჩიოს. მისი თქმით, ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია.

სკანდალური განცხადება ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან გააკეთა და თქვა, რომ პარტია ძლიერი და ქმედითი უნდა იყოს, რადგან სააკაშვილის გათავისუფლება და ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ ასეა შესაძლებელი.

ნადირაძე ამბობს, რომ კონსულტაციები ენმ-ის რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად გაიარა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ  პარტიის გასაძლიერებლად შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს.

„ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტსაბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, ენმ-ის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ. ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, ამ ადამიანებმა დააფიქსირონ ღიად ეს აზრი“, – განაცხადა ნადირაძემ.