კომშის არომატული კექსი

კომშის არომატული კექსისაჭირო მასალა:
3 კვერცხი
250 გრამი შაქარი
მწიკვი მარილი
1 ცალი ვანილი
400 გრამი მაწონი
150 გრამი ზეთი
1 სავსე ჩაის კოვზი სოდა
ფქვილი დაახლოებით 500 გრამი
1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
2 ცალი დიდი კომში
ცხვება 26/28 სმ_ის ზომის ფქვილმოყრილ ფორმაში..

მომზადების წესი:

მოცემული ფქვილის ნახევარი
შაქარი სოდა და მარილი ღრმა თასში
მოვათავსე კარგად დავამატე წინასწარ გათქვეფილი კვერცხები ზეთი და მაწონი.ავურიე კარგად.დავამატე ასევე მარილი და ვანილი..ეს ყველაფერი კარგად გავაერთიანე ხის კოვზით
(მიქსერს არ საჭიროებს) და შევურიე დარჩენილი ფქვილი (და თან ვურევდი)
იქამდე სანამ სქელი არაჟნის სისქე არ მივიღე. შემდეგ მოვაყარე ზემოდან წინასწარ გასუფთავებულ დაჭრილი
კომში და შევდგი გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე სრულ მზაობამდე.
ცხობისას კომშის ნაჭრები შუაში ექცევა და. უგემრიელეს არომატს აძლევს კექსს.

ჩვენი კულინარიული სამყარო “Our Culinary World”
ელენე გოგილაშვილი