მიხეილ სააკაშვილს დემენცია აქვს – მესამე პრეზიდენტს მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის და მეტყველების დაქვეითება დაუდასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექვსთვიანი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადვოკატებს 18 ნოემბერს გადასცეს.
დოკუმენტს ხელს 16 ქართველი და უცხოელი მედიკოსი აწერს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის 16 დიაგნოზი მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.
სამედიცინო დოკუმენტი მზად არის, თუმცა მისი გასაჯაროვება სასამართლო დარბაზში მოხდება.
დასკვნა „ვივა-მედის” პალატაში მესამე პრეზიდენტს 18 ნოემბერს დედამ გააცნო.
წყარო: ტვ პირველი