„ჩემი პირველი სიყვარული იყო, ვდნებოდი, რომ ვხედავდი, მერე რომ „გამიბაზრეს“, ეკა უყვარსო, გადავიყვარე“ – ბახვა ბრეგვაძე

„ჩემი პირველი სიყვარული იყო, ვდნებოდი, რომ ვხედავდი, მერე რომ „გამიბაზრეს“, ეკა უყვარსო, გადავიყვარე“ – ბახვა ბრეგვაძეტელეწამყვანი და ინფლუენსერი ბახვა ბრეგვაძე გადაცემა „აკუსტიკაში“ იყო სტუმრად, სადაც ქართული მუსიკისა და საყვარელი მუსიკოსების შესახებ ისაუბრა:

„ჩემს დროს იყვნენ ეკა მამალაძე და გოგი დოლიძე. ეკა მამალაძე, პირდაპირი გაგებით, ჩემი პირველი სიყვარული იყო. ვდნებოდი, რომ ვხედავდი. ჩვენთან სტუმრად რომ მოდიოდა, სულ წითელი ვიყავი. მერე რომ „გამიბაზრეს“, ეკა უყვარსო, გადავიყვარე“, – აღნიშნა ბახვამ