ხაჭოს სამეფო პასკა Tatiana’s Kitchen -სგან
ინგრედიენტები:
500 გრ ხაჭო
100 გრ არაჟანი
100 გრ კარაქი
80 გრ შაქარი
1 ც ფორთოხლის ცედრა
150 გრ ფორთოხლის ჩირი
50 მლ რძე
50 მლ ფორთოხლის წვენი
2 ც კვერცხის გული
მომზადება:
ხაჭო, არაჟანი, კარაქი, შაქარი დავაბლენდეროთ, ხაჭო თუ ძალიან მშრალია იმ შემთხვევაში დაუმატეთ რძე, შევურიოთ ფორთოხლის ცედრა და წვენი, კვერცხის გული და ორთქლის აბაზანაზე მორევით გავაცხელოდ მხოლოდ, არ უნდა ადუღდეს.
შევაგრილოთ და დავუმატოთ დაჭრილი ფორთოხლის ჩირები.
ფორმაში ჩავაფინოთ 2 ფენა მარლა და მოვათავსოთ ხაჭოს მასა.
ზემოდან გადავადოთ მარლა,დავაფაროთ თეფში და დავადოთ სიმძიმე, შევდგათ მაცივარში 24 საათით.