მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი” საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებულ საოცარი ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მისმა ლოცვამ იხსნა მძიმე სენისგან.
„საავადმყოფოში ვარ და ვხედავ, რომ შემოდის ილია მეორე. მითხრა: გამარჯობა, ბაჩო, როგორ ხარ. ვერ მივხვდი საერთოდ სად ვიყავი. მე წავალ და შენთვის ვილოცებო – მეუბნება. გასვლისას ლოცვების წიგნი მაჩუქა. შემდეგ ჩავედი კიევში, ექიმთან და ვაჩვენე ორი სურათი, რომელთა შორის სხვაობა 3 თვე იყო. მითხრა, რომ სამედიცინო ენაზე მსგავსი რამე წარმოუდგენელი იყო.
ბოლომდე ვერ ახსნეს, რა დამემართა და ჩემზე ბევრი ისტორია მსმენია. ეს იყო მენინგიტი, რომელიც საკმაოდ რთულ ფორმებში გამოვლინდა. შემდეგ ერთ-ერთ დღეს წირვაზე ილია მეორესთან შესახვედრად წავედი. გავბედე და მოვუყევი, რომ მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც სულ რაღაც 3% ჰქონდა გადარჩენის შანსი, ეს მისი დამსახურება იყო და ამისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადე. დიდ პატივს ვცემ, რადგან როდესაც მას ეს ვუთხარი, მიპასუხა: შვილო, ეს მე არ ვიყავი, ეს ჩემი სახით შენი მფარველი ანგელოზი გამოგეცხადაო”, – საუბრობს ბაჩო ჩაჩიბაია.