მეუფე ნიკოლოზი რუსული ტაძრის ამბიონზე. ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოო ავრცელებს. კადრებით ირკევაა, რომ ამბიონზე გავლენიანი მღვდელმთავარი რუსეთის პატრიარქის, კირილის გვერდით დგას. ამ ლიტურგიას ესწრებიან რუსეთის დუმის დეპუტატები და პუტინის მთავრობის წევრებიც.
საქართველოს საპატრიარქოში მედიას ეუბნებიან, რომ მეუფე ნიკოლოზის რუსეთში სტუმრობის შესახებ არაფერი იციან, თავად ნიკოლოზ ფაჩუაშვილი კი „პირველების” ზარებს არ პასუხობს.