სასტუმრო, სადაც ლავროვის ქალიშვილის ოჯახი ქორწილს იხდის ბიზნესმენ არჩილ გეგენავას ეკუთვნის

 სასტუმრო, სადაც ლავროვის ქალიშვილის ოჯახი ქორწილს იხდის ბიზნესმენ არჩილ გეგენავას ეკუთვნისსასტუმრო სადაც ლავროვის ქალიშვილის ოჯახი ქორწილს იხდის, ბიზნესმენ არჩილ გეგენავას და მის ძმას ეკუთვნით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სასტუმრო “ყვარელი ლეიკ რეზორთი”, შპს “ყვარელი პალასის” საკუთრებაა. “ყვარელი პალასს”, შპს  “აგროგანვითრება” ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი არჩილ გეგენავა და მის ძმა არიან.

შეგახსენებთ რომ სასტუმრო, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილის ოჯახი წვეულბას მართავს, ორი დღით რუსეთიდან ჩამოსული სტუმრების გამო დაკეტეს. სასტუმროს მტკიცებით, მათ სტუმარი გვარად ლავროვი არ ჰყავთ, თუმცა, სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ლავროვა ქმრის , ალექსანდერე ვინუკუროვის გვარს ატარებს. ყვარელში კი საქორწინო წვეულებას, ალექსანდრე ვინუკუროვის ძმა, მოშე ვინუკუროვი მართავს.