შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ საქართველო დღეს ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. მას ჰკითხეს გაიზარდა თუ არა კრიმინალი და მაგალითად დაასახელეს ცენტრალურ უბნებში რამდენიმე დაჭრის შემთხვევა.
გომელაური ამბობს, რომ სტატისტიკა დაწეულია.
„მოგვაკლდა ესებუა, კი. (ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა, ცენტრალურ უბნებში) გაიზარდა კრიმინალი ამით?! სტატისტიკა?! სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად, მართლა ვიძახი, ორი სამი ფაქტი მოხდა, თუმცა სტატისტიკა, იცით რა არის მათემატიკა?! ხომ იცით, მათემატიკა არის ჩვეულებრივად, ვითვლით, თქვენ აპელირებთ, რომ მოხდა, მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს.
დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ერთ-ერთი, ჩვენ ახლო სამეზობლოშიც და არა ნაკლებ ევროპასთან”, – თქვა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.