პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთმა დამსწრე მოქალაქემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადააყარა და ბანერი გაშალა.
“არა რუსულ რეჟიმს”, – ყვიროდა ქალი.
რუსული კუპიურები დაიყარა იმ რიგებში, სადაც ქართული ოცნების ლიდერები ისხდნენ.
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე დარბაზიდან გაიყვანეს.
წყარო: „ფორმულა“