ანა დოლიძე – „ექიმების თქმით, სერიოზული არაფერია“

ანა დოლიძე - „ექიმების თქმით, სერიოზული არაფერია“ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ცუდად გახდა.

ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს:

„უამრავი მესიჯი მომდის, ბოდიში თუ ყველას ვერ გპასუხობთ. უღრმესი მადლობა მოკითხვისთვის და გამხნევებისთვის. ამ ეტაპზე, შედარებით თავს ვგრძნობ კარგად. ექიმების თქმით სერიოზული არაფერია“.