ევროსასამართლომ გიულენისტ მასწავლებელზე თურქული სასამართლოს გადაწყვეთილებას მის  პატიმრობასთან დაკავშირებით დარღვევად სცნო

ევროსასამართლომ გიულენისტ მასწავლებელზე თურქული სასამართლოს გადაწყვეთილებას მის  პატიმრობასთან დაკავშირებით დარღვევად სცნოადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) სამშაბათს დაადგინა, რომ 2017 წელს ტერორისტულ დანაშაულებში მსჯავრდებული თურქი მასწავლებელის, იუქსელ იანჩილკაიას უფლებები დაირღვა, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ძირითადად დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციის (ByLock) სავარაუდო გამოყენებას ეყრდნობოდა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქი მასწავლებელის უფლებები სამი სხვადასხვა მუხლით დაირღვა: მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-7 მუხლი (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) და მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების უფლება).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთს დაავალა მასწავლებელს 15,000 ევრო გადაუხადოს.

ყოფილი მასწავლებელი ფეტულა გიულენის ორგანიზაცია “ფეტოს” სავარაუდო წევრობის გამო 2016 წელს დააკავეს. თურქეთის მთავრობას მიაჩია, რომ 2016 წლის 15 ივლისის წარუმატებელი პუტჩის ორგანიზატორი “ფეტოს” დამფუძნებელი ფეტულა გიულენი იყო. აპლიკაცია ByLock-ით კი მხოლოდ მისი ორგანიზაციის წევრები სარგებლობდნენ.

https://www.juridice.ro/wp-content/uploads/2023/09/Grand-Chamber-judgment-Yuksel-Yalcinkaya-v.-Turkiye-systemic-problem-of-convictions-for-terrorism-offences-based-on-use-of-ByLock-messaging-application.pdf