„პირდაპირ ვამბობ, არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილის მოსწონს – განაცხადა „მთავარი არხი”-ს დირექტორმა გიორგი გაბუნიამ დღეს, გადაცემაში „შენი შუადღე”.
„პირდაპირ ვამბობ, არავინ არ აპირებს ხმის მიცემას, კიდევ უარესი, ნეიტრალურიც კი არ შემხვედრია ხაბეიშვილის მიმართ.
მე ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ის ადამიანები ხაბეიშვილს არასერიოზულად აღიქვამენ, უარეს შემთხვევაში დასცინიან. ხაბეიშვილი რაღაცას თუ გააკეთებს, “WOW- ვაუ” რაღაც სჭირდება, როდესაც ეს ყველაფერი დაგავიწყდება და მასში „ქურქუმალ ვაითს” აღარ დაინახავ და აღარ მიაქცევ ყურადღებას, რომ „ლ”-ებით ლაპარაკობს და ა.შ.
ძალიან ბევრი სამუშაო აქვს საკუთარ თავზე იმისათვის, რომ მოიპოვოს პატივისცემა და ხმები მოიპოვოს ადამიანების. ძალიან დიდი პრობლემა ექნება, არ ვიცი, თავს თუ იტყუებენ და გარდა ამისა, ორივე მხარე (მელია-ხაბეიშვილი) პარაზიტირებს მიშას თემით”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ