ნინო სუხიშვილი – „შვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ გა­ვა­ჩი­ნე… ვთვლი, რომ რაც ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ასე უნდა მოხ­დეს…”

ნინო სუხიშვილი - „შვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ გა­ვა­ჩი­ნე... ვთვლი, რომ რაც ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ასე უნდა მოხ­დეს…” ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რის” ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში “მხო­ლოდ ლე­ლას­თან” სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა გულწრფელად ისაუბრა:

„არას­დროს და­უ­ძა­ლე­ბი­ათ, – უნდა იცეკ­ვო, გა­აგ­რძე­ლო ჩვე­ნი საქ­მეო… თვლიდ­ნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდო­მე­ბო­და და ჩვენ­ში ამის მო­ნა­ცე­მი და­ე­ნა­ხათ. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ მე და ილი­კომ ეს საქ­მე ლან­გრით მი­ვი­ღეთ. ჩვენ მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მეთ და ამის მტკი­ცე­ბა პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლე­ბის­თვის გვი­წევ­და და მერე და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რომ ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლო.

ჩვენ­თან ან­სამ­ბლში მი­ღე­ბა­ზე ხომ არის სტან­დარ­ტი, გარ­კვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი არ­სე­ბობს – სი­მაღ­ლე და მო­ნა­ცე­მი უნდა გქონ­დეს, ვი­ზუ­ალს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ცოტა სი­მაღ­ლე მაკ­ლდა. იმ დროს რო­დე­საც მე ცეკ­ვა მინ­დო­და, ან­სამ­ბლში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ. სხვა სტან­დარ­ტი იყო და ვერ ვბე­დავ­დი, მათ გვერ­დზე მე რო­გორ უნდა დავ­დგა­რი­ყა­ვი. ცეკ­ვის და­უ­ო­კე­ბელ სურ­ვილს ისე ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი, რომ ქე­ი­ფე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფერს ვცეკ­ვავ­დი. ოღონდ ხომ იცი, რომ ერი­დე­ბათ სა­ცეკ­ვა­ოდ ად­გო­მა, მე არ მე­რი­დე­ბო­და, ოღონდ მუ­სი­კის ხმა გა­მე­გო­ნა, ეგ­რე­ვე ვდგე­ბო­დი და ვცეკ­ვავ­დი ხოლ­მე. მა­მა­ჩე­მი სულ დამ­ცი­ნო­და, – ქე­ი­ფე­ბის მო­ცეკ­ვა­ვეს მე­ძახ­და.

სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ან­სამ­ბლში მხატ­ვრად მი­ვე­დი. სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის ასის­ტენ­ტად. ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, მაგ­რამ ვოც­ნე­ბობ­დი, ან­სამ­ბლში ვინ­მეს ფეხი ეტ­კი­ნოს, ან სი­ცხემ მის­ცეს, რომ ვერ იცეკ­ვოს – მეთ­ქი… მე ყვე­ლა პარ­ტია ვი­ცო­დი და ვინ შეც­ვლი­და, თუ არა მე…

მე არ მყავს ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი, თუმ­ცა ვთვლი, რომ რაც ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ასე უნდა მოხ­დეს, იმი­ტომ რომ ჩემი საქ­მე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ ამის­თვის ვერ მო­ვიც­ლი­დი. თუმ­ცა, უნდა გი­თხრა, რომ მე ილი­კოს შვი­ლებ­მა შე­მიც­ვა­ლეს ჩემი შვი­ლე­ბი. მე და ილი­კოს გვყავს ორი გოგო. ილი­კოს შვი­ლე­ბი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. მე გავ­ზარ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით ერთი, რო­მე­ლიც დღე­საც ჩემ­თან ცხოვ­რობს, მე­ო­რე სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ილი­კოს შვი­ლე­ბი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან…

შვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ გა­ვა­ჩი­ნე. მე ისე­თი თვი­სე­ბა მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, არა მხო­ლოდ ამის, არა­მედ რაც კი პრობ­ლე­მა მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში, მათი მი­ღე­ბა და მათ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ვის­წავ­ლე, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბო­და, თუ ჯან­მრთე­ლო­ბა, უნდა მი­ი­ღო ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა, ვე­რა­ფერს ცვლი…” – ყვება ნინო სუხიშვილი „მხოლოდ ლელასთან” გადაცემაში.