საქართველოში ვაზელინის იმპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 9 თვეში ქვეყანაში 635 770 აშშ დოლარის 467.75 ტონა ვაზელინი შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის იგივე პერიოდში 991.3 აშშ დოლარის 532.9 ტონა ვაზელინის იმპორტი განხორციელდა. მთლიანობაში 2022 წელს ვაზელინის იმპორტმა 1 168 520 აშშ დოლარი, 645.56 ტონა. შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნებს 2023 წელს ვაზელინის იმპორტის 80% (359.41 ტონა)რუსეთიდან განხორციელდა. მეორე ადგილზეა ირანი. შარშან მთელი წლის განმავლობაში იმპორტირებული ვაზელინის 65% იყო რუსეთიდან. მეორე-მესამე ადგილს ირანი და თურქეთი იკავებდნენ. შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული თურქეთიდან იმპორტი და გაზრდილია რუსეთიდან.
წყარო: კომერსანტი