განათლების სამინისტროსთვის მიცემული ვადა ამოიწურა. მასწავლებელმა მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო. ამილახვარის უწყებამ სკოლის დირექტორობის კანდიდატების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
მაია ეკალაძე და დავით ფერაძე სამინისტროგან მათი დისკრეციის წესით თანამდებობაზე დანიშვნას და სკოლებში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას მოითხოვენ. პედაგოგები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მათ მოთხოვნებს სამინისტრო სრულად არ დააკმაყოფილებს.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა არჩევნები 900-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდა, თუმცა სამინისტრომ, აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი არჩევნებს მიღმა დარჩა.
სკოლების ნაწილმა, მათ შორის ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლამ და წალენჯიხის სოფელ ჯგალის საჯარო
სკოლამ, ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლამ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი არ აირჩია.