თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ადგილზე დაპირისპირება რამდენიმე ახალგაზრდას შორის დაიწყო, რომლებთანაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მივიდა და ვითარების განმუხტვას შეეცადა.
სწორედ ამ დროს დაჭრა ის კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ცივი იარაღით.
დაშავებულები ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავა.