ნატა ფერაძის სახლთან „ალტ ინფოს” წევრები მივიდნენ. მიზეზი ფერაძის მიერ სტალინის გამოსახულებიანი ხატის ვიდეოს გავრცელება გახდა, რომელსაც საღებავი ჰქონდა შესხმული. ნატა ფერაძის სახლს სამართალდამცავები იცავენ.
შსს აქტივისტებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.” აცხადებს შსს.