მერწმუნეთ ეს ნამცხვარი არაფრით
არ ჩამოუვარდება ტორტს.
არის გემრიელი და ნოყიერი, თან დღესასწაულებზე გამოგადგებათ.
მოვამზადე სამი ფირფიტა
დავწერ ერთი ფირფიტის დოზას
ზუსტად იგივენაირად ვამზადებთ
მეორეს და მესამეს.
3 კვერცხი
10 სადილის კოვზი შაქარი
10 სადილის კოვზი მაწონი
10 სადილის კოვზი ზეთი
მწიკვი მარილი
1 ცალი ვანილი
1 ჩაის კოვზი (გადალესილი)სოდა
2 სადილის კოვზი კაკაო
11 სადილის კოვზი ფქვილი.
კვერცხი და შაქარი ავთქვიფე კარგად და სათითაოდ დავამატე ზემოთ ჩამოთვლილი
ინგრედიენტები.(მაწონი წინასარ ავთქვიფე
მიქსერით).მივიღე არაჟნის სისქის მასა,რომელიც დავასხი ცხიმწასმულ ტაფაზე და გამოვაცხვე 200 გრადუს
ტემპერატურაზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
ზუსტად იგივენაირად მოვამზადე დანარჩენი ორი ფენა.
კრემი
6 სადილის კოვზი ფქვილი
300 გრამი შაქარი
700 გრამი წყალი
250 გრამი კარაქი
1 ცალი მოუხარშავი შესქელებული რძე
1 ცალი ვანილი
ფქვილი და შაქარი ერთმანეთში კარგად ავურიე,დავასხი წყალი და დაბალ ცეცხლზე
განუწყვეტელი მორევით მოვხარშე სქელი
ფაფა.შემდეგ გავაგრილე და სათითაო კოვზებით შევურიე მიქსერით წინასწარ ამოყვანილ კარაქს,შემდეგ კი დავამატე
შესქელებული რძე,ვანილი და 10 წუთი კარგად ვთქვიფე.მივიღე უგემრიელესი
კრემი,რომელიც წავუსვი ორ ფენას,ხოლო ზემოდან მოვასხი მინანქარი და მოვაყარე ქოქოსის ფანტელი,ასევე ალაგ_ალაგ მოვულაგე ალუბლები (მე გაყინული
მქონდა და წინასწარ საწურზე დაწურული).
მინანქარი..(ჩაინიშნეთ კარგი რეცეპტია და სხვა ნამცხვრებზეც გამოგადგებათ,ასევე
კარგია ფენებს შორის კრემადაც.ფოტოსაც დავდებ.
ერთი ცალი მოხარშული შესქელებული რძე
50 გრამი შაქარი
1 სადილის კოვზი კაკაო
100 გრამი კარაქი
ეს ყველაფერი მოვათავსე სქელძირიან
ქვაბში და დავადგი დაბალ ცეცხლზე გამანაწილებელზე.თან ვურევდი.ერთიან
მასად გადაქცევის შემდეგ უკვე წამოდუღების პირას მისული და არა წამოდუღებული!!გადმოვდგი ცეცხლიდან,ხელის სათქვეფით ავთქვიფე
და გაგრილებული მოვასხი ნამცხვრის ზემოთა ფენას….
სულ ეს არის.
ცოტა ძვირიანი ნამცხვარია,მაგრამ
ტორტივითაა და მისი მომზადება ნამდვილად ღირს.