UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა.
ბრძოლის შემდეგ მერაბმა განაცხადა, რომ მისი შემდეგი სამიზნე შონ ო’მალი იქნება.
„ძალიან ამაყი ვარ, რადგან ბევრი ვიშრომე. ადვილად არასდროს არაფერი მიმიღია, თუმცა როდესაც ბევრს იშრომებ, ეს აუცილებლად დაფასდება. დღეს ყველაფერმა მაგრად ჩაიარა.
უმაგრესი გუნდი და მხარდამჭერები მყავს. ახლა კი სატიტულო ბრძოლა მჭირდება. მომიყვანეთ შონ ო’მალი ახლავე! მინდა 10 რაუნდი ვიბრძოლო. მომიყვანეთ ეგ მსუქანი! ჩემპიონთან ჩხუბი მსურს.
ამ ბიჭს 2018 წლიდან
ვიწვევ, მნიშვნელობა არ აქვს ვის შევებრძოლები. ნებისმიერს შევხვდები და დავამარცხებ”, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, სატიტულო ბრძოლაში მეორე ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.