თამუნა იარაჯული აუტისტური სპექტრის მქონე გაბრიელის დედაა. იგი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„გთხოვთ, სტატუსი გაიზიარეთ ყველა გაბრიელის გულშემატკივარმა, თქვენ შეგიძლიათ გაბრიელი, რომელსაც აუტისტური სპექტრი აქვს გადაარჩინოთ, რომ არ დაკარგოს მხედველობა და არ შეეზღუდოს სიარული,
რადგან გაბრიელს დაუდგინდა დიაგნოზი “იუვენალური ართრიტი” ეს დიაგნოზი დაესვა საქართველოში და დასაზუსტებლად ვიყავით თურქეთში, მკურნალობაც მათი დანიშნულია.
ეს დაავადება არის იშვიათი და შეიცავს მაღალ რისკებს. პირველი სამი თვე არ ვიცი როგორ მაგრამ უნდა შევძლოთ და წავიყვანოთ სტამბულში სამკურნალოდ,
გაბრიელმა ურთულესი ოპერაცია გაიკეთა ერთი წელია და მას მერე მალევე დაეწყო გაუსაძლისი ტკივილები, დღეს ამ დაავადებით მკურნალობენ საქართველოშიც მაგრამ გაბრიელის პირველადი დიაგნოზი საჭიროებს განსაკუთრებულ დაკვირვებას ექიმების მულტიგუნდის მიერ.
დღეს კონსილიუმი გაიმართა იაშვილის ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში და მზად არიან დაიწყონ მკურნალობა მაგრამ არის ანალიზები, რომელიც საქართველოს ლაბორატორიებში არ კეთდება შევთანხმდით, რომ იმსჯელებენ პროტოკოლის შექმნაზე და მედიკამენტის გამომშვები კომპანიისგან ტრენინგზე, რაც სამი თვის მერე სწორად მკურნალობაში შეგვიწყობს ხელს.
ამ სამ თვეში აქვს უამრავი რისკი მედიკამენტს, ასევე სიცოცხლის საფრთხე თუ არ იქნება გათვალისწინებული ყველა რისკები და ანალიზები, რადგან მედიკამენტ “ჰუმირას” თუ დაგუგლავთ ნახავთ რამდენი და რამდენად დიდი ყურადღება ჭირდება,
ვიცი დამღლელია ყველასთვის მსგავსი სტატუსების კითხვა მაგრამ კიდევ ერთხელ გადამარჩენინეთ ჩემი გაბრიელი გევედრებით,
დღეს გაბრიელის ძმის სკოლამ დამირეკა სამი დღეა თავის ტკივილები აქვსო დიახ აქვს რამდენი ღამე ჩემს ოჯახს არ ძინავს, გაუსაძლისი ტკივილები ტანჯავს ჩემ უთბილეს შვილს.
ეს ფული რომელიც არასოდეს მეგონა სამათხოვრო გამიხდებოდა დღეს შეუძლია შვილი გადამირჩინოს და აღარ მაქვს, მიშველეთ დედებო, გთხოვთ ხომ იცით რა ძნელია სიცხის გამოც კი შვილის ცუდათ ყოფნის გაძლება და გაბრიელი უკვე რამდენ რამეს უძლებს თქვენით,
მიშველეთ ესეც მოვურჩინოთ საკმაოდ დიდ თანხას ეხება საქმე სამი თვე რომ სხვა ქვეყანაში ვიცხივროთ,
არ მირჩიოთ ჩაბარება სხვა ქვეყენაში ჩაბარების პროცესი ძალიან რთულია გაბრიელის მდგომარეობისთვის. ამისთვის ცალკე ვერ დავტანჯავ ამ ეტაპზე შვილს გევედრებით მიშველეთ, გაბრიელმა არ უნდა დაკარგოს მხედველობა, არც სიარული მას მხოლოდ ეს შესაძლებლობა დარჩა ამდენი დაავადების მერე, ის ლაპარაკითაც ვერ საუბრობს რომ მითხრას რა ჭირდება და რომ ვერ დაინახოს ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება, რადგან მიჩვეულია ხელით მიგვიყვანოს და გვაჩვენოს რა უნდა,
ვისთვის რა არის ოცნება დღეს ჩემთვის ეს ბინძური ფულია, რიმელსაც შვილის სწორად მკურნალობა შეუძლია,
დედებო თქვენი იმედი მაქვს
არავის არ გთაგავთ, ვისაც კი ვიცნობ იცით,რომ არავის პრობლემა არ მიმიტოვებია და ნუ მიმატოვებთ გთხოვთ
გაიზიარეთ და გვაჩუქეთ ბედნიერი ცხოვრება,რომელიც ასე გვენატრება
საქართველოს ბანკი
მიმღები: თამარ იარაჯული
#GE33BG0000000101172380
თიბისი ბანკი
მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე
#GE62TB7477945066300001
PayPal: @Tiarajuli
https://paypal.me/TIarajuli?country.x=GE&locale.x=en_US“