„უნდათ, რომ მოგგვგუდონ! არ გამოუვათ, საქართველო რუსეთი არ არის“ – ნინო ზურიაშვილი რუსულ კანონზე

„უნდათ, რომ მოგგვგუდონ! არ გამოუვათ, საქართველო რუსეთი არ არის“ - ნინო ზურიაშვილი რუსულ კანონზეხელისუფლებას უნდა, იარლიყები მოგვაწებოს და შემდეგ ამ იარლიყებით „გვათრიოს, – ამის შესახებ „სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი საუბრობს. ჟურნალისტის თქმით, „ოცნების” მიზანია ძალაუფლება მეოთხე ვადითაც შეინარჩუნოს და კრიტიკული აზრი ჩაახშოს. ზურიაშვილი ამბობს, რომ საქართველო რუსეთის არ არის და რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ.

ეს კანონი იმიტომ სჭირდება ხელისუფლებას, რომ არ უნად მის შესახებ კრიტიკული აზრი ისმოდეს. მათ უნდათ, რომ მეოთხედ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ძალაუფლება შეინარჩუნონ და ეს ძალაუფლების შენარჩუნება ზუსტად ავტორიტარიზმზე გადის და დემოკრატიული ძალების შეზღუვაზე გადის და ამ შეზღუდვას უნდათ რომ გვამსხვერპლონ. უნდათ, რომ იარლიყები მოგვაწებონ და მერე გვათრიონ ამ იარლიყებით, რომ ჩვენ ვართ აგენტი. ეს კანონი ნელ-ნელა დამძიმდება, ეს ყველაფერი რუსეთში უკვე გახორციელდა და აქაც უნდათ იგივე. ჯერ ჩვენ შეგვახეს, მერე ფიზიკურ პირებს შეახებენ, სხვადასხვა მედიასაშუალებებს. ყველას მოგგვგუდავენ, ესაა მათი მიზანი, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ ავტორიტარული გზით, მაგრამ ეს არ არის რუსეთი! – ამბობს ნინო ზურიაშვილი.
დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად გაიმართება.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.