„გიჟი ქორწილში მივიდა, რა კარგია დავრჩებიო – ასეა ირაკლი კობახიძის საქმე, კიდევ 12 წელი რომ აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას.
მაგრამ აბა ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდა კიდევ 12 წელი კობახიძის ყურება?
თან არა მგონია 12 წელმა დააკმაყოფილოს. მითუმეტეს 2012-2014 წლებში რამეს წარმოადგენდა კი არა, საერთოდ არავინ იცნობდა. ახლა კი გადასარევადაა მოწყობილი ივანიშვილის ჩრდილის ქვეშ.
მისი ენატანიობის მსხვერპლი გახდა და „ქართული ოცნებიდან“ გააძევეს ბევრი ღირსეული ადამიანი.
მოკლედ, „ოცნებას“ იგივე სიმღერა აქვს, არ ვიქნებით ჩვენ, იქნებიან ისინი.
ერთი დამატებით, ადრე 2024 წელს განაცხადს მაინც გვპირდებოდნენ ევროკავშირში. ახლა კი, ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას საერთოდ შეცდომად გამოაცხადებინეს კონსტიტუციის 78 -ე მუხლი და კობახიძე აპირებს კიდევ შევარდნაძესავით ფესვების გადგმას ღრმა სიბერემდე,”
– აცხადებს დავით ჭიჭინაძე, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი.