„ლელო“, ანა დოლიძის პარტია და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

„ლელო“, ანა დოლიძის პარტია და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ„ლელო”, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის” და ლევან ცუცქირიძის მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის პრეზენტაცია, რიყეზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

„ახლა და აქ, ევროპის მოედანზე იწყება ნამდვილი ერთობა”- თქვა პრეზენტაციაზე „ლელოს” ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ.

ახლა და აქ, იწყება ახალი ძალის ნამდვილი, ღირსეული, პროფესიონალი, გამოცდილი პოლიტიკოსების ერთობის დაანონსება და ბრძოლის წამოწყება, რა პროცესშიც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი” – აცხადებს ლელოს ერთერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.