სალომე ხორბელაძე, ნუცა ნოზაძე, თამარ თათელაძე და მარიამი ღურჭუმელია, FLEX-ის 2024 წლის კურსდამთავრებულები არიან. მათ ერთი აკადემიური წელი ამერიკაში ისწავლეს.
სალომე ნიუ იორკში ცხოვრობდა, ნუცა – მონტანაში, თამარი – მისურში ხოლო მარიამი – ვერმონტში. FLEX-ის პროგრამით სრულიად უფასოდ ისწავლეს ამერიკულ სკოლაში. ცხოვრობდნენ ამერიკულ ოჯახებში.
როგორც თავად ამბობენ, დაბრუნების შემდეგ ცდილობენ თანატოლებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნონ და პროგრამის შესახებ თანატოლები დააკვალიანონ.
„მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა „FLEX” ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც უკვე 30 წელია საქართველოში ფუნქციონირებს. პროგრამის საშუალებით უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ამერიკაში გვესწავლა. ეს არ ყოფილა მხოლოდ ამერიკულ სკლაში სწავლის პერიოდი. ვცდილობდით, ქართული კულტურა და ტრადიციები გაგვეცნო თანატოლებისთვის, ბუნებრივია, ჩვენც გავეცანით ამერიკული კულტურასა და ტრადიციებს. ასე, რომ ამერიკაში სწავლა უფასოდაც შეიძლება და ეს უკვე საკმაოდ ბევრმა მოსწავლენ შევძელით.
ცნობისათვის, 2025 წლისთვის უკვე დაიწყო ფინალისტების შერჩევა. მონაწილეობა შეუძლია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.
შესარჩევი პროცესი რთული, თუმცა მეტად საინტერესო. I ტურში შევავსეთ ონლაინ აპლიკაცია, რომლის ფარგლებშიც დავწერეთ 3 ესე საკუთარი თავის შესახებ. II ტური მოიცავს ინგლისურის ტესტს, ხოლო III ტურში გავიარეთ გასაუბრება, დავწერეთ კიდევ 3 ესე და დავძლიეთ ინგლისურის გაძლიერებული ტესტი.
რეგისტრაცია გრძელდება 26 სექტემბრამდე. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ბმულზე და ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულიად უფასოდ ისწავლოთ. ყველა მსურველს წარმატებას ვუსურვებთ!” – აცხადებენ „FLEX”-ი კურსდამთავრებულები.
https://ais.americancouncils.org/cgi-bin/WebObjects/AIR.woa/wa/login?brand=flex