ბორის ჯონსონი, შესაძლოა, გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი გახდეს 

ბორის ჯონსონი, შესაძლოა, გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი გახდეს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, შესაძლოა, ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი გახდეს.

როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, კონსერვატორი ნადიმ ზაჰავი განიხილავს შესაძლებლობას, შეისყიდოს გამოცემა „ტელეგრაფი“ და „სპექტეიტორი“. ტელეგრაფის მთავარ რედაქტორად კი ზაჰავი ბორის ჯონსონის დანიშვნას აპირებს.

როგორც „სქაი ნიუსი“ აღნიშნავს, ამ თემაზე საუბარი ზაჰავისა და პოტენციური ინვესტორების მოლაპარაკებების დროს შედგა.

ბორის ჯონსონთან დაახლოებულმა წყარომ „სქაი ნიუსს“ უთხრა, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის „ტელეგრაფის“ რედაქტორად დანიშვნის შესახებ იდეა არსებობდა, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა.

ბორის ჯონსონი „ტელეგრაფის“ კორესპონდენტად მუშაობდა. ამის შემდეგ ის ჯერ ლონდონის მერად აირჩიეს, შემდეგ კი – თემთა პალატის დეპუტატად.

წყარო: მეტრონომე.გე