სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება:
„გული წაიღო თან.
ღმრთივმიიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფ. დიდი ჩაილურის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.
სამძიმარს ვუცხადებთ მამა თეიმურაზის ოჯახს, სულიერ შვილებსა და ახლობლებს.
სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, ახალშესვენებულისა მღვდლისა თეიმურაზისა და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.
გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მღვდელი თეიმურაზი.“