შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„მკვლელობაში ბრალდებული სენაკელი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანია, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ფოტო გახდა, რომელიც რამდენიმე საათის წინ კესარიამ სოციალურ ქსელში, “სთორიზე” გამოაქვეყნა. ბექა ჯაიანი სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში დივანთან იპოვეს. მას ყელის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს, შემდეგ კი აივანზე მამაკაცი შენიშნეს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
„ამის შემდეგ სახლი დატოვა. მეზობლები თავიდან სახლში შესვლას ვერ ბედავდნენ, თუმცა ერთ-ერთი მაინც შევიდა და კესარია აბრამიძე სისხლის გუბეში დაინახა. სავარაუდოდ, მკვლელმა საძილე არტერია გადაუჭრა.“