მოშმშილე პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო,
გუშინ გიორგი გლდანის ციხის კლინიკაში მოინახულა ადვოკატმა. ადვოკატის წამოსვლის შემდეგ, მასთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები.
მათ მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მათი საუბრის თემა იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, რაც არ წარმოადგენს პროფესიონალი ფსიქოლოგების საქმიანობის სფეროს.
ახლა, უკვე ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ არ გადაყავთ გიორგი მრავალპროფილურ კლინიკაში.
გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, დიაგნოზი ამ ეტაპამდე არ გვაქვს და ის აგრძელებს შიმშილობას.
ინფორმაცია მოგვაწოდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, რომელმაც მოინახულა გიორგი.
ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილია ოქმი“.
დღეს ჩიკვაიძის შიმშილობის მეთერთმეტე დღეა. ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.
პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.