ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. ფაქტს ადასტურებს კლინიკის დირექცია. რამდენიმე წუთის წინ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლინიკის ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დაადგენს დეტალებს და სავარაუდოდ პასუხისმგებელი პირის ბრალეულობა გამოიკვეთება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მედიკამენტებზე, ექთანი ქალია. ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის შემდეგ ის არავის უნახავს. – გამოძიება დაწყებულია. არსებობს საკითხები, […]
კატეგორია: აქტუალური
ტყიბულში ქუმსიშვილს დაუპირისპირდნენ – “რატომ ხოცავთ ხალხს!”
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ჩავიდა, სადაც გამთენიისას მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქუმსიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.ერთ-ერთი გარდაცვლილის, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის და, ეკონომიკის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა. “რატომ ხოცავთ ხალხს,”- მიმართეს ქუმსიშვილს. ტყიბულში, მინდელის სახელობის სახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. დაწესებულების დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, […]
გია გაჩეჩილაძემ და გიორგი ვაშაძემ ერთმანეთს აგინეს – ვიდეო
პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და ამ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის […]
კახა კალაძემ “სითი ინსტიტუტს” 1 ივნისამდე მისცა ვადა
„სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს დედაქალაქის მთავრობისა და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მიიღეს. – გენერალური გეგმა თბილისისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ ვალდებულებების შესრულება, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. – მოგეხსენებათ, ჩვენ დედაქალაქს დავპირდით გენერალური გეგმის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის […]
ირაკლი ქორიძე 2010 წელს ნარკოტიკებით დააკავეს, 2012 წელს კი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს
კურიერის ინფორმაციით, ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის გუშინ დაკავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის დირექტორი ირაკლი ქორიძე ამავე დანაშაულისთვის სასჯელს წარსულშიც იხდიდა. ირაკლი ქორიძე 2010 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკებით დააკავეს და 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატიც ადასტურებს. რაც შეეხება ირაკლი ქორიძეს, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ. ირაკლი ქორიძის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებასთან […]
ალავიძე ცქიტიშვილმა შეცვალა – ცვლილება მთავრობაში
კვირიკაშვილი – ”ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ”
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ასეთი კიდევ გასაკეთებელი და დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ყველაფერი კარგად იქნება,“ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია […]
ზურაბ ალავიძე მინისტრის სავარძელს დღეს გამოემშვიდობება?!
სამთავრობო კარუსელი დატრიალდა და პირველი მსხვერპლშეწირვა დღეს მოხდება. სამუშაო საათების დასრულებამდე, საღამოს, ბრიფინგზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი განაცხადებს რომ ის ტოვებს თანამდებობას. ზურაბ ალავიძის მინისტრობიდან წასვლის რეალურ მიზეზებზე „თაიმერი“ მოგვიანებით გაცნობებთ. დღეს კი ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ალავიძის შემცვლელი უკვე შერჩეულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელს „თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით მაია ცქიტიშვილი […]
„გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია”
“ქართული ოცნება” გიორგი კვირიკაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატან განიხილავს. ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და შეიძლება შეიცვალოს. “ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” ამაზე ლაპარაკი მიმდინარეობს. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. თუ, ვის წარადგენს ოფიციალურად, საპრეზიდენტო […]
ოპოზიციამ ივანიშვილს აუქციონი მოუგო – ევკალიპტის ხე 20.020 ლარად
დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აუქციონზე გამოიტანა ევკალიპტის ჯიშის ხე. eauction.ge-ს მონაცემებით ხის მდებარეობად აღნიშნულია ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი. ხის საწყის ფასად მითითებული იყო 7.000 ლარი, აუქციონის დასრულების შემდეგ კი საბოლოო ფასად 20.020 ლარი დასახელდა. აუქციონი „დმანისის გადარჩენის ფონდის“ გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, სწორედ ამიტომ აუქციონში მონაწილეობა […]










