ოპოზიციამ ივანიშვილს აუქციონი მოუგო – ევკალიპტის ხე 20.020 ლარად

ოპოზიციამ ივანიშვილს აუქციონი მოუგო - ევკალიპტის ხე 20.020 ლარადდღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აუქციონზე გამოიტანა ევკალიპტის ჯიშის ხე.

eauction.ge-ს მონაცემებით ხის მდებარეობად აღნიშნულია ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი. ხის საწყის ფასად მითითებული იყო 7.000 ლარი, აუქციონის დასრულების შემდეგ კი საბოლოო ფასად 20.020 ლარი დასახელდა. აუქციონი „დმანისის გადარჩენის ფონდის“ გამარჯვებით დასრულდა.

ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, სწორედ ამიტომ აუქციონში მონაწილეობა „დმანისის გადარჩენის ფონდმაც“ გადაწყვიტა. ოპოზიციაში აცხადებენ, მათი ქმედება „ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს, რომ წინ აღუდგეს ივანიშვილის მიერ მთელი ქვეყნის ქონების და ბუნების მითვისებას.

ნიუპოსტი