პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვასაქართველოს პრეზიდენტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული ქართველი სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
– დღეს მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი, არჩილ ტატუნაშვილი. ამავე დროს დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე, ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. დღეს ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი მუხანათობა დაიგეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის არჩილის ცხედრის არგადმოცემით. დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველო, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს, ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება. მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ ეს გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში და მზად ვართ ასეთი ბრძოლისთვის, რადგან ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებული გამოვალთ. ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებთ, – განაცხადა პრეზიდენტმა.