კატეგორია: აქტუალური

დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე მისი შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს

დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე მისი შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს

სასამართლო პროცესიდან ცნობილი ხდება, რომ ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე მისივე ბიუროს თანამშრომლის გარდა, შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ბრალდების მხარის განცხადებით, დეპუტატის შვილი პროკურატურამ თანამშრომლობისთვის გაათავისუფლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თბილისი საკრებულოს დეპუტატი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების ბრალდებით, […]

მაია მიმინოშვილი – “39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა”

მაია მიმინოშვილი - "39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა"

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41.000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს გარკვეული რაოდენობა გამოეთიშა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ეს ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც გამოსაშვებ გამოცდაზე ზღვარი […]

ზურაბ ალავიძემ მარია ზახაროვას უპასუხა: “რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო”

ზურაბ ალავიძემ მარია ზახაროვას უპასუხა: "რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო"

– რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო. დახმარების თხოვნით გაერო-ს მივმართეთ და მათი არხების საშუალებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მოთხოვნების გაგზავნა, – განაცხადა დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მინისტრმა ეს კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის  მარია ზახაროვას იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც რუსეთის მხრიდან დახმარების სურვილსა და მათ მხრიდან შესაძლო დივერსიას უკავშირდებოდა. – […]

რუსეთი – “საქართველომ ხანძრის ჩაქრობაში დახმარება გვთხოვა, მაგრამ მერე უარი გვითხრა”

რუსეთი - "საქართველომ ხანძრის ჩაქრობაში დახმარება გვთხოვა, მაგრამ მერე უარი გვითხრა"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოში გაჩენილ ტყის ხანძრებთან რუსეთის შესაძლო კავშირზე გამოთქმული მოსაზრებებს “არაჯანსაღი ფანტაზია” უწოდა და მისი კომენტირებისაგან თავი შეიკავა. – ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობელს, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ხოლო მათ არაჯანსაღი ფანტაზიის კომენტირებას, ვინც ბუნებრივ სტიქიას ანტირუსული ინსინუაციებისათვის იყენებს, არ ვაპირებ, – განაცხადა ზახაროვამ. – ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ […]

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში ორჯერ მეტი თანხა შევიდა

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში ორჯერ მეტი თანხა შევიდა

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში თითქმის ორჯერ მეტი თანხა შევიდა. საქართველოს ბიუჯეტის 7 თვის მონაცემებით, სფეროდან მიღებულმა შემოსავლებმა 66 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა კი 37 მილიონი ლარი იყო. მკვეთრი მატება შეინიშნება სათამაშო აპარატებიდან და ელექტრონული ფორმის თამაშებიდან მიღებულ შემოსავლებში. მხოლოდ სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავლები წელს 13 მილიონი ლარით არის გაზრდილი. […]

ბორჯომი – ხანძრის ჩაქრობაში ჯარი ჩაერთო

ბორჯომი - ხანძრის ჩაქრობაში ჯარი ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო. საგანგებო შტაბის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო. ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის, ათასზე მეტი სამხედრო, სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს […]

კვირიკაშვილი – “წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”

კვირიკაშვილი - "წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება"

შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეცხლის კერებთან მუშაობა და ამ დროისთვის აქტიური ცეცხლის კერები ჯანმრთელი ტყისგან გამიჯნულია. – წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია დამატებით 3 კილომეტრამდე ახალი […]

საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელთა რიცხვი წელს 130%-ით გაიზარდა

საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელთა რიცხვი წელს 130%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ელექტრონული ვალუტების პოპულარობა ყოველდღიურად მატულობს. კრიპტოვალუტა ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად იაპონიამ, გადახდის ოფიციალურ საშუალებად უკვე აღიარა. მსოფლიოში არაერთი კომპანია კი საკუთარ ნაწარმს ონლაინ, ბიტკოინისა და სხვა ელექტრონული ვალუტების მეშვეობით ყიდის. ამ ფერხულში საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ერთვება. კრიპტოვალუტების მიმართ ნდობა და ცნობადობა საქართველოში არც ისე მაღალია. ამას „საქმის კურსთან“ ადასტურებენ ის კომპანიებიც, რომლებიც ბაზარზე სწორედ ელექტრონული ვალუტების […]

წაღვერის მთაზე ქარის შედეგად ცეცხლის კიდევ ერთი კერა გაღვივდა

წაღვერის მთაზე ქარის შედეგად ცეცხლის კიდევ ერთი კერა გაღვივდა

ბორჯომის ხეობაში, წაღერის მთაზე ქარის შედეგად ცეცხლის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. აღნიშნული ადგილი საავტომობილო გზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო ბრიგადები არის მობილიზებული, რთული რელიეფის გამო ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ოსი და სომეხი მძღოლები ერთმანეთს დაერივნენ

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ოსი და სომეხი მძღოლები ერთმანეთს დაერივნენ

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის ხეობაში, სიტუაცია დაძაბულია. ამჯერად დაძაბულობის მიზეზი პოლიტიკას არ უკავშირდება და არც ქართულ-რუსული ურთიერთობებია დამნაშავე. დაძაბულობისა და ჩხუბის მიზეზი საზღვარზე არსებული რიგი გახდა. ოსური გამოცემების ცნობით, აქ ჩხუბი ლამის ყოველდღე ხდება, თუმცა აქამდე მძღოლები და მგზავრები სიტყვიერი დაპირისპირებით იფარგლებოდნენ. მერე მიხვდნენ, რომ სიტყვა ყოველთვის არ ჭრის და მუშტებიც მოიშველიეს. ყველაზე ხშირად ერთმანეთში სომეხი […]