მაიკ პენსი: „შემდეგი გაჩერება საქართველოა“

მაიკ პენსი: „შემდეგი გაჩერება საქართველოა“შემდეგი გაჩერება საქართველოა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

– მადლობა ესტონეთს მასპინძლობისთვის! პატივი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა და აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის სამხედროებისთვის მიმართვა. შემდეგი გაჩერება საქართველოა, – დაწერა მაიკ პენსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, დღეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

პირველ აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება , რის შემდეგაც, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ასევე სწავლება – „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.