ქართულ თხილში აღმოჩენილი აფლატოქსინი სიცოცხლისთვის საშიშია

ქართულ თხილში აღმოჩენილი აფლატოქსინი სიცოცხლისთვის საშიშიასაქართველოში მოყვანილ თხილი სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.

2016 წელს ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემაში 15-ჯერ დაფიქსირდა საქართველოდან შეტანილი პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოში მოყვანილ თხილში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც კიბოთი დაავადებას იწვევს. ეს არის აფლატოქსინი, რომლის გამოც ევროკავშირის ბაზარზე თხილი იბლოკება.

აფლატოქსინი მეცნიერულად დამტკიცებული კანცეროგენია, რაც კიბოს ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელსაყრელი პირობაა. RASFF-ის სისტემაში 2016 წელს მოხვედრილ ქართულ პროდუქტში აღმოჩენილია ნორმაზე მეტი აფლატოქსინები.

ევროკავშირის მიერ დაწუნებული თხილი ისევ საქართველოში ბრუნდება და როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მას ჯანმრთელ თხილში ურევენ და ყიდიან.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა უმნიშვნელოა.

შარშან საქართველოდან ექსპორტზე 1. 000 ტონამდე თხილი გავიდა, რაც გასული წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

ნიუპოსტი