პროკურორი მარშანია: ”ოთარ აბესაძე ქრთამით მოპედის ყიდვას აპირებდა…ის ჩვენებაში თანამდებობის პირებს ასახელებს”

პროკურორი მარშანია: ”ოთარ აბესაძე ქრთამით მოპედის ყიდვას აპირებდა...ის ჩვენებაში თანამდებობის პირებს ასახელებს”პროკურორ ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, ოთარ აბესაძემ პირს, რომელსაც ქრთამი მოსთხოვა, განუცხადა, რომ 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა.

ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება.
გარდა ამისა, პროკურორის მტკიცებით, აღნიშნულმა პირმა აბესაძეს უთხრა, რომ არ ჰქონდა იმ ეტაპზე 3 ათასი დოლარი და მხოლოდ ათასი დოლარის მიცემა შეეძლო, რაზეც აბესაძემ მოსთხოვა, რომ დარჩენილი თანხა სასწრაფოდ მოეძიებინა.
რაც შეეხება ჩანაწერებში ნახსენებ ტორტს, სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით,
„ტორტი და სხვა პატივისცემები, განკუთვნილი იყო მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის“.

პროკურორის ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერებში ოთარ აბესაძე კონკრეტული თანამდებობის პირებსა და სახელებსა და გვარებს ახსენებს. კონკრეტულად ვის ახსენებს ბრალდებული ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეზე ძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
– მერიის თანამშრომლების ნაწილი დაკითხულია, ნაწილი დაიკითხება. გამოძიება ამჟამად ბევრ ვერსიაზე მუშაობს, – განაცხადა პროკურორმა და აქვე არ გამორიცხა, რომ საქმეზე სხვა პირების, მათ შორის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ინტერპრესნიუსი