მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ერი დიდი ხანია ელის. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში სერიოზული დაპირისპირებაა, რაც, ერთი მხრივ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, მეორე მხრივ კი _ პრემიერის შესაძლო ცვლილებას. მედიასა და სახელისუფლებო კულუარებში უკვე დასახელდა რამდენიმე გვარი, რომლებმაც, შესაძლოა, კვირიკაშვილი შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე პრეტენზია კახა კალაძესაც გაუჩნდა. ამის გარდა, მთავარი ენერგეტიკოსი საარჩევნო სიაში საკუთარ კვოტას ითხოვს. […]
კატეგორია: აქტუალური
ლაშა დვალიშვილი რუსთავი 2–ში გადადის
სპორტული ტელეწამყვანი ლაშა დვალიშვილი რუსთავი 2-ზე გადადის. ჟურნალისტი ტელეკომპანიასთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს. ლაშა დვალიშვილი 21:00 საათიან კურიერში დიმა ობოლაძეს შეცვლის და სპორტული პროგრამების პროდიუსერი იქნება. დვალიშვილი რუსთავი 2–ის პირდაპირ ეთერში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაჯდება. _ რუსთავი 2 ძალიან რეიტინგული ტელევიზიაა და რა თქმა უნდა, იქ მუშაობა ყველას უნდა. _ განუცხადა “პირველს” დვალიშვილმა. ლაშა დვალიშვილი საზოგადოებრივ […]
„ქართულ ოცნება” პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ
მმართველი პარტიის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესი არჩევა აბსოლუტურ თანხვედრაშია ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის პრინციპთან. საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა და არჩევის წესის შეცვლა კვლავ აქტიურად განიხილება. ოპოზიცია მმართველ პარტიას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაში ადანაშაულებს. პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სამიზნე სწორედ პრეზიდენტის ინტიტუტია. _ დღეს ხდება თავდასხმა იმ […]
ელისო კილაძე ხელისუფლებას ემუქრება _ მის ვაჟს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
გაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რეადქტორის, ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. თავის მხრივ პროკურატურა ხარშილაძის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შუამდგომლობდა. საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ელისო კილაძის შვილს აღკვეთის […]
ხატია დეკანოიძე შვილის დაკავებას ეხმაურება _ “ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის შვილი თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს. ფაქტი ნიუპოსტს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ახალგაზრდას ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თორნიკე კოპალეიშვილი თბილისში დააკავეს. ვაჟის დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს ხატია დეკანოიძე. _ ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! […]
სუს-ის თანამშრომლის ოჯახი: ბათუმში დაპირისპირების მიზეზი ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება იყო?
სუს-ის თანამშრომლის, ამირან ყიფიანის, ოჯახში არ გამორიცხავენ, რომ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება გამხდარიყო. სუს-ის თანამშრომლის,ოჯახში ამბობენ, რომ ამირან ყიფიანის ძმა რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კამათის შემდეგ ყიფიანის ძმა დააკავეს. ოჯახში ამბობენ, რომ მათ დაპირისპირების ამსახველი მასალაც გააჩნიათ. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
საპატრიარქოს იურისტი: „ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია“
_ ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია. ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შორენა თეთრუაშვილს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. _ შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი […]
გაზის ტარიფი 24 ივლისს დადგინდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სოკარის, საქორგგაზის, ყაზტრანსგაზის და გაზის გამანაწილებელი კომპანიის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ტარიფის დადგენის ბოლო ვადა სოკარისა და საქორგგაზისთვის 24 ივლისი იქნება, ვინაიდან მათ უფრო ადრე მიმართეს კომისიას, ხოლო ყაზტრანსგაზისთვის და გაზის გამანაწილებელი კომპანიისთვის _ 28 ივლისი. _ კომისიამ დაიწყო ბუნებრივი გაზის სატარიფო რეგულირება. ორმა […]
ანა სუბელიანმა თეა წულუკიანს სააპელაციოში დავა მოუგო
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი თანამშრომელი, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. _ ჩვენი სარჩელი თითქმის სრულად დაკმაყოფილდა. აღგვადგინეს ტოლფას თანამდებობებზე და დაკმაყოფილდა სრულად იძულებით განაცდური, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა, 3 წლის ხელფასი, _ აცხადებს ანი სუბელიანმა. სუბელიანის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, სადაც ისინი პირგასამტეხლოს ანაზღაურებას […]
მარიამ მენაბდიშვილი: “ისრაელის მესაზღვრემ წყლის ჭურჭელში ჩამიფურთხა და მითხრა, დალიეო”
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ”ახალ თაობასთან” ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს. _ ბოლო დროს საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ისრაელში მებაჟეების მხრიდან ქართველების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამ საკითხზე? _ როგორც უფლებადამცველსა და ადვოკატთა პროფკავშირების თავმჯდომარეს, დაზარალებულმა მოქალაქეებმა ჩამოსვლისთანავე მომმართეს მათი უფლებების დასაცავად. ისინი დეპორტირებულნი იქნენ ისრაელიდან. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე მარიამ მენაბდიშვილი. […]










