გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა მოხსნა. “მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში, მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი მიმართავს ბიძინა ივანიშვილსაც და მას ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ურჩევს. ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რუსთავი […]
კატეგორია: აქტუალური
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობას 251 მოსამართლე იღებდა და 248 ხმით ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გაიმარჯვა. მარსაგიშვილის განცხადებით, დღეს საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევაა მოსამართლეთა სიმცირე და საქმეთა ჭარბი რაოდენობა. “მე გახლავართ იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრი, ანუ საბჭოს მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის. მთავარი […]
გახარია – “1 ნოემბრიდან კომუნალური გადასახადების ანაზღაურება იწყება”
პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ანაზღაურება იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ყველა ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, კომუნალური გადასახადები აუნაზღაურდება. “მოგეხსნებათ, მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, ეს ტალღა მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სოციალურ მხარდაჭერას ცალკეული ჩვენი მოქალაქეების, […]
სოსო ჯაჭვლიანი “ოცნებიდან” წავიდა – “კალაძის ცოლისძა გიორგი არეშიძე შავი პიარით დამემუქრა”
მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი კახა კალაძის ცოლისძმას, გიორგი არეშიძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ არეშიძემ მას ფედერაციიდან წასვლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შავი პიარის აგორებით დაემუქრა. როგორც სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, ის კახა კალაძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. ჯაჭვლიანი მისი ოჯახის მიმართ მუქარაზეც საუბრობს. “იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაიწყეს ნადირობა, […]
“ბადრი ესებუა თბილისშია წასულიო და რატომ, არ ვიცი” – რას ამბობენ ნათესავები
მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებს. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა. “კურიერი” ბადრი ესებუას ოჯახს და ახლობლებს ესაუბრა. ესებუას მშობლები დუმილს ამჯობინებენ. ნათესავების თქმით კი, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს. ესებუას ნათესავები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ის სავარაუდო […]
კახა კალაძე – “ვანო ჩხარტიშვილს დიდი ჯილდო უნდა მივცეთ”
თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოააშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. ,,არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია და რა ჩანაწერზე საუბრობთ, მაგრამ თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოაშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. უწყებაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობით ეს პოზიციები შეუთავსებელია, რის გამოც გიორგი მიქაუტაძე თანამდებობიდან მიდის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი […]
თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუში, კირცხის ტყეში, ჩამოსვა და გაუჩინარდა
არაოფიციალური ინფორმაციით, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თავად მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ. მძევლების დაკითხვა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 […]
გიგა ბოკერია – “გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს სომეხს ეძახდა, ახლა კი მისი სპიკერია”
– გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა და ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ეს კაცი და თავისი გზავნილები არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „მცხეთის იქით ხალხმა ბიძინას […]
სააკაშვილი – “ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარეთ და ასევე მშვიდობიანად გადმოვიბარებთ”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი “მთავარის” გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც ხელისუფლებამ მეორე ტური მოიპარა, 31 ოქტომბერს ამის საშუალებას არ მისცემენ. “არ ვაპირებთ, ივანიშვილს არჩევნები მოვაპარინოთ, ჩვენი შეკრებები აუცილებლად გაგრძელდება, ბათუმში იმდენი ხალხი მოვიდა, რამდენიც ამ ქალაქში პოლიტიკურ შეხვედრებზე აქამდე არასდროს გვინახავს, გვექნება შეხვედრა ზუგდიდში, რა თქმა უნდა, მკაცრად დავიცავთ სოციალურ დისტანცია” – […]









